საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს ექსპოზიცია „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“ გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების შესახებ საარქივო დოკუმენტების ორიგინალები - დამოუკიდებლობის აქტები, გერბის, დროშისა და შტანდარტის ესკიზები, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი სხდომის ოქმი, ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები. ამასთან, დამთვალიერებელი იხილავს 1918-1921 წლების საქართველოს საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ კულტურული ცხოვრების ამსახველ სხვა საარქივო მასალას.

 გამოფენა ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.