ექვსდღიანი ძებნის შემდეგ პროფესორი გიორგი გახელაძე გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას გახელაძის მეუღლე, საბავშვო მწერალი ირმა მალათიძე ავრცელებს. 

გიორგი გახელაძის გაუჩინარების ფაქტზე, როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 133-ე მუხლით იყო დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.