ემზარ კვიციანი: ქეთევანის გზა გამოვლილი ნორაჩკა მონაზვნად აღიკვეცა - გილოცავ დედაო ქეთევან!

1660886782
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, ყოფილი დეპუტატის, ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი (არღვლიანი) მონავნად აღიკვეცა. ამის შესახებ ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ: 2017 წელს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნორა არღვლიანი (კვიციანი) უდანაშაულოდ ცნო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებული სამივე ეპიზოდში გაამართლა. გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა კვიციანს სამართალდამცავებმა თავისუფლება აღუკვეთეს უკანონოდ და მას ბრალდება წარუდგინეს ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე.