ომს არ ვაპირებ, თუმცა ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, მე რასაც ვამბობ, რაც სინამდვილეში მაწუხებს - ამის შესახებ დეკანოზმა პეტრე კვარაცხელიამ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, სადაც ისაუბრა სინოდალური კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების წინა პერიოდზე.

მისი თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც საპატრიარქო მისით უკმაყოფილოა, შობის გალობას უკავშირდება.

"სამჯერ იყო სატელეფონო ზარი ჩემთან განხორციელებული და სამივეჯერ ვიყავი უცხოეთში, როდესაც პირველად დამიკავშირდნენ ვიმყოფებოდი ისრაელში, მეორე სატელეფონო ზარის დროს მივდიოდი ათენში ემიგრანტებთან. დღეს ვიმყოფები უცხოეთში, ინგლისში, ჩემი დის ოჯახში და ვერ გამოვცხადდებოდი.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილი არის, ყოველ სამშაბათს ხდება ხოლმე შეხვედრები ზოგადად, მწვავე საკითხებთან დაკავშირებით, საპატრიარქოში იკრიბებიან სინოდის წევრები, კომისიის წევრები.
უნდა მივსულიყავი, რა თქმა უნდა, მე არ ვიმალები და ყველა მათგანს ნდობას ვუცხადებ, ვთვლი, რომ ვარ ეკლესიის წევრი. მესმის, რომ მათ აქვთ ჩემთან ძალიან ბევრი პრეტენზია და დიდი სურვილით მოვისმენდი მათ პრეტენზიებს და მაინტერესებდა საკითხები, რომელ ჩემს განცხადებასთან ჰქონდათ რეაქცია, თუმცა ჩემი განცხადებები არასდროს ყოფილა დამალული. ხმამაღლა და მკაფიოდ ვამბობ პოზიციას, რომელიც ძალიან მაწუხებს და ვღელავ. თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ხშირად მიწევდა ისეთი განცხადებების გაკეთება, რაც გულს მტკენდა. მე, როდესაც ერთ-ერთ მამაოს ვკითხე, რომელი განცხადების გამო - ერთი იყო შობასთან დაკავშირებით, როდესაც ლირიკული გადახვევით გავაკეთე განცხადება, როგორი უკუღმართები ვართ მეთქი, რომ 7 იანვარს ვგალობთ 25 დეკემბერსა-თქო, ამ განცხადებასთან მიმართებაში არ ვყოფილვარ პრინციპული, ისე როგორც სხვა განცხადებებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ განსხვავებული აზრის მოსმენა უნდა შეგვეძლოს, როგორც მე, ისე მეორე მხარესაც უნდა შეეძლოს.
ჩამოვალ საქართველოში, როგორც კი დამიბარებენ, ვაპირებ მისვლას და იქაც ჩემი პოზიციების დაფიქსირებას და ისიც ვიცი, სად შეიძლებოდა ყოფილიყო გადაცდომა და სად შეიძლება ჩემი პოზიციები მკვეთრად და მკაფიოდ დავიცვა. იმიტომ კი არა, რომ მე ვიღაცასთან ომს ვაწარმოებ და ეს ხელჩართული ბრძოლა იქნება, ღმერთმა დამიფაროს, არავისთან ომს არ ვაპირებ, ეს არის ჩემი შეხედულება. ომს არ ვაპირებ, თუმცა ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, მე რასაც ვამბობ, რაც სინამდვილეში მაწუხებს.


იმდენად მიჭირს იმ რეალობასთან შეგუება, რომელშიც ყველა ვართ, რომ ზედმეტი რომ არ წამომცდეს, ზედმეტად რაღაც პოლემიკაში არ ჩავება, მაქსიმალურად ვცდილობ განვერიდო, მაგრამ განრიდება გამოსავალი არ არის, ჩიხში შესვლას უფრო ჰგავს, იმიტომ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს დაგროვდება და უფრო მეტად გასკდეს და აფეთქდეს. ბევრი მაგალითი მაქვს, რაზეც თავს შევიკავებ, იმიტომ, რომ ეს არ იქნება სწორი, მირჩევია შიდა ოჯახში, საპატრიარქოში, მღვდელმთავრებთან ერთად განვიხილო, მამაშვილურად ვისაუბრო," - განაცხადა დეკანოზმა.

ცნობისათვის: სინოდალური კომისია მიმართავს კათოლიკოს პატრიარქს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას მომავალ სხდომამდე  ყოველგვარი მღვდელმოქმედება შეუჩერდეს