ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის ეზოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა.
ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სპორტული ტურნირები, გამოფენა-მასტერკლასები, საინფორმაციო შეხვედრები, ბავშვებისთვის შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, „ღია მიკროფონის“ ფორმატით დისკუსია, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
ფესტივალის მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი შემოქმედებითი და სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა.








