"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის, დავით ასათიანი ინფორმაციით, სასამართლო დარბაზში ადვოკატი გარდაიცვალა. 

"ძალზე სამწუხარო ფაქტი მოხდა დღეს, სასამართლო დარბაზში, თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა, ადვოკატი ია რეხვიშვილი.

ქალბატონი ია თითქმის 30 წელია ერთგულად ემსახურებოდა იურიდიული პროფესიის განვითარებასა ადამიანის უფლებების დაცვას. ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და მთლიანად იურიდიულ საზოგადოებას, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი - წერს დავით ასათიანი "ფეისბუკში" ,