შემოქმედებით - საქველმოქმედო ფესტივალი "ვარდების წვიმა", ტრადიციულად  საგურამოში ყოველწლიურად იმართება, წელს 2 ივნისს გაიხსნება.

"ვარდების წვიმის" ავტორი და ორგანიზატორი ცირა ოქროპირიძე აცხადებს, რომ "ვარდების წვიმა" დაეხმარება ძუძუს კიბოს პაციენტთა ორგანიზაცია “ევროპა დონა საქართველოს “ფონდს და ღონისძიებაზე გაღებული  შემოწირულობა გადაირიცხება “ევროპა დონა საქართველოს “ფონდში.

"ფესტივალი "ვარდების წვიმა" პირველად ჩავატარე 2016 წელს, ღონისძიება ყოველთვის არის საქველმოქმედო და არც წლევანდელი წელია გამონაკლისი. ამჟამინდელი ღონისძიება გამორჩეული მხოლოდ იმით იქნება, რომ ის ერთდღიანი იქნება და ამასთანავე ძალიან დატვირთული, საინტერესო. რაც ხდება დღეს ნეგატიური არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში, სწორედ სიყვარულის ნაკლებობის გამოვლინებაა. როდესაც პირველად ჩავატარე "ვარდების წვიმა", ასეთი დევიზი მქონდა: აავსე დედამიწა ვარდის სურნელით. სწორედ ეს წამია დაჭერილი, რომ ჩვენ ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ და გავაგზავნოთ სიყვარულის ემოციები სამყაროში. ახლაც ასეთი იქნება წლევანდელი ვარდების წვიმა" - აცხადებს ცირა ოქროპირიძე "აიპრესთან" საუბრისას.

"ვარდების წვიმის" ამჟამინდელი დევიზია: “გავუფრთხილდეთ ერთმანეთს , გავუფრთხილდეთ დედამიწას!”

საგურამოს ბაღი გაიხსნება საგამოფენო ნაწილით 16 საათიდან.

მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები: ვანიკო გალუაშვილი,
ხათუნა ჭოხონელიძე, ნათია ბეჟაშვილი, სულხან გველესიანი,
ირაკლი მურჯიკნელი, თამაზ საგინაძე, ნათია სტეფანიშვილი, შალვა აბრამიშვილი.

კონცერტმაისტერები: ირინა რამიშვილი
ბარბარე მაჭარაშვილი

ესტრადა: ტატო გოდერძიშვილი,
ეკა კვალიაშვილი, ჯუმბერ ამანათაშვილი, ირმა სოხაძე,
თამარ ალადაშვილი, დათო მაზანაშვილი, ზურა ცქიტიშვილი, გიგი ჭიპაშვილი,
გია მაჭარაშვილი, კახა ცაბაძე, თამრიკო მეჭიაური, მარიტა ხვედელიძე, ციური მჭედლიძე, ანსამბლი თორდა

პოეტები: გაგა გომართელი, კახა შალამბერიძე, ნანა ცინცაძე, ელდინო საღარაძე, მარინა თექთუმანიძე, მაია მინდელი, ბელა ალანია, ნინო უძილაური და სხვა.

მსახიობები ნინო ანდრიაძე, ზვიად დოლიძე, გოგა ჩხეიძე,
ცირა ოქროპირიძე.
მევიოლინე გვანცა ჩხეიძე

წელს ვარდების წვიმა დაეხმარება ძუძუს კიბოს პაციენტთა ორგანიზაცია “ევროპა დონა საქართველოს “ფონდს.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, თქვენს მიერ გაღებული შემოწირულობა გადაირიცხება “ევროპა დონა საქართველოს “ფონდში.

 ფესტივალი ეძღვნება მიქაელ -მიშო ჯალაბაძის ხსოვნას.

კონცერტის დასაწყისი 19 საათი.

“ვარდების წვიმის “ავტორი და ორგანიზატორი ცირა ოქროპირიძე