ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს.
იმნაძის განცხადებით, ტელეკომპანიის სპეკულაცია მიუღებელია და ამერიკის შეერთებულ შტატებში მის ყოფნას ყოფილ სამსახურთან კავშირი არ აქვს.
ყველას მოგესალმებით. როგორც იცით, მე არ ვარ სოცოალურ ქსელში აქტიური და არ გამოვირჩევი სტატუსების წერით, მაგრამ მინდა გამოვეხმაურო იმფაქტს, რასაც ბოლო 3 დღეა TV ფორმულა ავრცელებს, რომ თითქოს მე გავიქეცი სამსახურიდან, დავტოვე ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახური და წავედი ემიგრაციაში. ის ფაქტი, რომ ამჟამად ვიმყოფები აშშ - ში სიმართლეა, მაგრამ გაუგებარია ჩემთვის სპეკულაცია, რომ თითქოს ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემს ყოფილ სამსახურს და იქაურ ამბებს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - არანაირი კავშირი ჩემს აშშ - ში წამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ჩემს ურთიერთობას კავშირი არ აქვს. პირიქით - მე ვამაყობ ჩემი ყოფილი სამსახურით და ამ ოჯახთან ჩემი მეგობრობით. გთხოვთ, ნუ აყვებით ბინძურ სპეკულაციებს! " - წერს უჩა იმნაძე სოციალურ ქსელში.




