გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მხარდაჭერით ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით „ბაღის ფრინველთა საათი" გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
თბილისის ბოტანიკურ ბაღში მოსწავლეები ბაღის ფრინველებს დააკვირდნენ და მათთვის ნაცნობი ფრინველები სპეციალურ ბროშურებში აღრიცხეს.
"ბაღის ფრინველთა საათის" კამპანია საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა, რომელშიც 500-მდე სკოლის ათასობით მოსწავლე იყო ჩართული.
ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო შემეცნებითი ტურის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს, ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობაში უმასპინძლებს.
მოძრაობის თეატრში კი, ბიომრავალფეორვნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი წარმოდგენა გაიმართება. ფოტოკონკურსში „ბიომრავალფერონება მდგრადი განვითარებისთვის" გამარჯვებულებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი პრიზებით დააჯილდოვებს.
დღის ბოლოს, მოწვეული სტუმრებისთვის მიღება გაიმართება. არასამთავორობო და საერთაშორის ორგანიზაციების წარმომადგენლებს გიგლა აგულაშვილი „მოძრაობის თეატრში" უმასპინძლებს.