დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოკლებული წევრის გიორგი ჩაკვეტაძის ადგილმონაცვლედ „ცესკომ“ ამავე პარტიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სიით საკრებულოს წევრად არჩილ გორდულაძე ცნო.
გორდულაძე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე, ქონების მართვის და საფინანსო -საბიუჯეტო კომისიების წევრი გახდა. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ფარგლებში არჩილ გორდულაძე დღეს, თბილისის საკრებულოს პირველ სხდომას დაესწრო.
არჩილ გორდულაძე პროფესიით იურისტია. 2018 წლიდან დღემდე იკავებდა საქართველოს პარლამენტში ფრაქციის „ქართული ოცნება“ აპარატის უფროსის თანამდებობას.