თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქართველმა და აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა ვანის ტბაზე, აკდამარის კუნძულზე აღმართულია წმინდა ჯვარის ეკლესია -  მუზეუმი მოვინახულეთ.

აკდამარის წმინდა ჯვარის ეკლესია - მუზეუმი

ის წარმოადგენს სომხური ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს.

ტაძარი აშენდა 915–921 წლებში ხუროთმოძღვარ მანუელის მიერ, ვასპურაკანის სომეხი მეფის, გაგიკ I-ის  ბრძანებით.

 თავდაპირველად ის სამეფო კომპლექსის ნაწილს წარმოადგენდა.

საუკუნეების განმავლობაში (1116–1895 წლებში) აქ ფუნქციონირებდა აკდამარის საკათოლიკოსო

ეკლესია აგებულია მოწითალო ანდეზიტის თლილი ქვით. ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანია, გარედან კი გამოირჩევა უნიკალური, მდიდრული ბარელიეფებითა და ქვაზე კვეთილობით, სადაც გამოსახულია ბიბლიური სცენები ( ადამი და ევა, დავითი და გოლიათი, იონა წინასწარმეტყველი და სხვ.).

1915 წლის მოვლენების შემდეგ ტაძარი მიატოვეს.

1951 წელს ის დანგრევას გადაარჩინა თურქმა მწერალმა იაშარ ქემალმა.

 2005–2007 წლებში თურქეთის კულტურის სამინისტრომ აქდამარის ეკლესიას ჩაუტარა რესტავრაცია და დღეს ის მოქმედებს როგორც მუზეუმი, სადაც წელიწადში ერთხელ, სექტემბერში, სომხური ლიტურგიის ჩატარებაა ნებადართული.

 2015 წლიდან შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში

აქდამარის ეკლესია - მუზეუმთან მოსახვედრად საზღვაო ტრანსპორტით - იახტით 30 კილომეტრი გავიარეთ. 

რადგან იახტა ერთადერთი ტრანსპორტია, რომლითაც შესაძლებელია კუნძულზე მოხვედრა. ასევე მოწყობილია ინფრასტრუქტურა, სადაც ფინჯანი ყავის დაგემოვნებაა შესაძლებელი. 

მედია ტურის შემდეგი გაჩერება - აღრის ისჰაკ-ფაშას სასახლე

მთის ბორცვზე აგებული ისჰაკ-ფაშას სასახლე -კომპლექსი, სტამბოლის თოფქაფის სასახლის შემდეგ,  ყველაზე ცნობილი სასახლეა, რომელიც ოსმალეთის იმპერიის გვიანდელ პერიოდში აიგო.

სასახლე, რომელიც აღმოსავლეთით, დოღუბეიაზითის რაიონიდან 5 კმ-ის დაშორებით, მთის ფერდობზე მდებარე ბორცვზეა აღმართული, ოსმალეთის იმპერიის „ტიტების ეპოქის“ (Lale Devri) უკანასკნელი მასშტაბური მონუმენტური

სასახლეზე არსებული წარწერის თანახმად, მშენებლობის თარიღად ჰიჯრის კალენდრით 1199 წელი, ხოლო გრიგორიანული კალენდრით — 1784 წელი მიიჩნევა.

სასახლის საცხოვრებელი ნაწილი ორსართულიანია; კომპლექსის 366-ივე ოთახი სწორედ ამ სართულებზეა განლაგებული.

თითოეულ ოთახში ქვის ბუხარია მოწყობილი. ქვის კედლებში დატოვებული ღარები მიუთითებს იმაზე, რომ მთელ შენობაში ცენტრალური გათბობის სისტემა ფუნქციონირებდა.

სასახლის მეორე ეზოში მდებარე აკლდამა დამუშავებული ქვისგანაა ნაგები. ეს რვაკუთხა ფორმის, გუმბათიანი ნაგებობა სელჩუკური აკლდამების არქიტექტურული ტრადიციის ტიპური ნიმუშია და ორ სართულს მოიცავს.

აკლდამაში დაკრძალულნი არიან ჩოლაკ აბდი-ფაშა, ისჰაკ-ფაშა და მათი ოჯახის წევრები.

აგრის ისჰაკ-ფაშას სასახლე 2020 UNESCO-ს წინასწარ სიაში შეიტანეს.

აქ შეგიძლია იხილოთ -  მარილის მღვიმე და იღდირის ქოჩბაშლის (ვერძისთავიანი) საფლავის ქვების ღია ცის ქვეშ მუზეუმი - ფოტოამბები აღმოსავლეთ თურქეთიდან

ვანის ტბა, ალდამარის კუნძული, მურადიეს ჩანჩქერი - ფოტო ამბები აღმოსავლეთ თურქეთიდან

ავტორი ირმა მესხია