საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 9-11 მარტს, უზბეკეთის რესპუბლიკაში ქართული კულტურის დღეები გაიმართება.
„ქართული კულტურის დღეები უზბეკეთის რესპუბლიკაში:
გალაკონცერტი „კულტურათა დიალოგი - საქართველო და უზბეკეთი: მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“. ღონისძიებაში მონაწილეობენ ანსამბლი „ერისიონი“ და ალიშერ ნავოის სახელობის სახელმწიფო აკადემიური ოპერისა და ბალეტის დიდი თეატრის ანსამბლი „ტუმორი“;
ქართულ-უზბეკურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა;
ქართველი რეჟისორების - ელდარ შენგელაიასა და მიხეილ კობახიძის ფილმების ჩვენება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.








