2026 წლის 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა - ვენეციის 61-ე ბიენალე, სახელწოდებით - „მინორულ ტონებში“(In Minor Keys) გაიმართება. საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარმოდგენილი იქნება პროექტი - „საქართველო - კულტურათა გზაჯვარედინი“.
2026 წლის ვენეციის ბიენალესთვის მისმა კურატორმა, აფრიკელმა არტისტმა კოიო კუომ ჯერ კიდევ 2025 წლის მაისში შეიმუშავა მხატვრული კონცეფცია. არტისტის გარდაცვალების შემდეგ, მისი სამუშაო ჯგუფის წევრები აგრძელებენ ამ იდეის რეალიზებას.
გაცნობებთ, რომ საქართელოს ეროვნული პავილიონის პროექტში მონაწილეობისათვის საკუთარი ნამუშევრის წარდგენა შეუძლია ნებისმიერ არტისტს, ვისაც თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო პლატფორმებზე მონაწილეობის გამოცდილება აქვს. ბიენალეში მონაწილეობის მიზნით, საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე არტისტებს, ფიზიკურ ან იურიდიულს პირებს საკუთარი მხატვრული ნამუშევრის ანოტაციისა და ვიზუალური მასალის (ფოტო, რენდერი, ვიდეო) გაგზავნა შეუძლიათ პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის ელექტრონულ მისამართზე - georgianpavilion2026@gmail.com
გაგზავნილი ნამუშევრის კონცეფცია და ვიზუალიზაცია უნდა შეესაბამებოდეს პავილიონის მიერ წარსადგენ მხატვრულ კონცეფციას.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 25 დეკემბერი, ხოლო შერჩეულ კანდიდატებს პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი დაასახელებს საქართველოს პავილიონის საერთო კონცეფციის დადასტურების შემდეგ, არაუგვიანეს 2026 წლის 1-ელი მარტისა.
საქართველოს კულტურის სამინისტრო წარმატებას გისურვებთ შემოქმედებით საქმიანობაში!









