საზოგადოებრივ მაუწყებელს ე.წ. მექანიკური პროდუქცია 2016 წელს 7 002 605 ლარი დაუჯდა, - ეს ინფორმაცია „აიპრესს“ მაუწყებლიდან მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.
მოთხოვნილი ინფორმაციის მიხედვით, მაუწყებელს სერიალები 3 137 635 ლარი დაუჯდა, ფილმები 1 559 005 ლარი, ანიმაცია 539 594 ლარი, ხოლო დოკუმენტური ფილმები 1 766 371 ლარი.