ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ჩაის სახლი ალერტი შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა.

წინასწარი ინფორმაციით წაღებულია 500 ლარი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება 179 მუხლით, რაც ყაცაღობას გულისხმობს.