თბილისში, ვაკის კორტებთან ახლოს დღეს 17:30 საათზე მომხდარი მომხდარი მკვლელობა სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე გახსნეს და ეჭვმიტანილი აბაშაში დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.