მარ-ა-ლაგოში დასრულდა შეერთებული შტატების უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა.
მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპი საუბარი დაიწყო იმ ევროპელი ლიდერების ჩამოთვლით, რომლებთანაც ის და ვოლოდიმირ ზელენსკი ახლახან ესაუბრნენ.
მათ შორის არიან დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ფინეთის, პოლონეთის, ნორვეგიის და ევროკავშირის ლიდერები.
„ჩვენ მივიჩნიეთ, რომ მიზანშეწონილი იყო მათთან საუბარი. ჩვენმა შეხვედრამ შესანიშნავად ჩაიარა. ჩვენ დავფარეთ — ზოგი იტყვის, 95 პროცენტი — ზუსტად არ ვიცი რამდენი, მაგრამ ამ ომის დასრულების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ რომ სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმება „რამდენიმე კვირაში“ იქნება შესაძლებელი, თუ მოლაპარაკებები „კარგად წარიმართება“.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპს მადლობა გადაუხადა „შესანიშნავი შეხვედრისთვის“, რომელიც „ამ საოცარ ადგილს“ გაიმართა, აღნიშნა, რომ განიხილეს „სამშვიდობო შეთანხმების ყველა ასპექტი“ და დაადასტურა, რომ 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა „90%-ით შეთანხმებულია“.
მისი თქმით, აშშ-სა და უკრაინას შორის უსაფრთხოების გარანტიები 100%-ით შეთანხმებულია.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ უსაფრთხოების გარანტიები მდგრადი მშვიდობის მიღწევისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ჩვენი გუნდები ყველა ასპექტზე გააგრძელებენ მუშაობას“. რჩება „ერთ-ორი მწვავე პრობლემა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ“, - თქვა ტრამპმა.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით კითხვაზე მან უპასუხა, რომ პუტინი თანამშრომლობს მის გასახსნელად.
„ის ამ მხრივ ძალიან კარგია. მას სურს, რომ ეს ადგილი გაიხსნას“ და მას ამ ადგილისთვის რაკეტები არ დაუშენია, - დასძინა ტრამპმა.
დონბასთან დაკავშირებით კითხვაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთისგან „განსხვავებული პოზიცია“ აქვს.
„პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კანონებს და ჩვენს ხალხს“, ასევე „ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას“, და, „რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია სრულიად ნათელია“, - თქვა მან და დასძინა:
„სწორედ ამიტომ თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომ ეს ძალიან რთული საკითხია“.




