თბილისში, „მზიურის“ მიმდებარედ არსებულ საჩოგბურთო კორტებთან მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოკლულია მამაკაცი.

როგორც „აიპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ორი, განზრახ მკვლელობისა (სსკ-ის 108-ე) და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების (სსკ-ის 236-ე) მუხლებითაა დაწყებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.