შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზურაბ ზუბადალაშვილი სამსახურში თითქმის 1 თვე არ გამოცხადებულა.

როგორც "აიპრესს" მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, ზუბადალაშვილი ამ დრომდე შვებულებაში იმყოფება. მათივე ცნობით, ზუბადალაშვილი შვებულებაში ოფიციალურად 19 თებერვალს გავიდა და 1 მარტს სამსახურში უნდა გამოცხადებულიყო.

პრესსამსახურში არ იციან, თუ როდის გამოცხადდება ზუბადალაშვილი სამსახურში. "აიპრესის" ინფორმაციას ზუბადალაშვილის გადაყენების შესახებ უწყებაში ამ დრომდე არ ადასტურებენ. დღეის მდგომარეობით დირექტორის მოვალეობას მისი მოადგილე ბესო ტეფნაძე ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს "აიპრესის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ზუბადალაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რაც მოგვიანებით უწყებაში უარყვეს.