ამ თაობას სჭირდება ცხოვრება რუსეთის გარეშე, იმ რუსეთის, რომელიც თავზე აზის მართლმადიდებლობასაც, - ამის შესახებ პეტრე კოლხმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ამ თაობას სჭირდება თავისუფალ საქართველოში ცხოვრება, ევროპულ საქართველოში ცხოვრება. თაობას სჭირდება ცხოვრება რუსეთის გარეშე, იმ რუსეთის, რომელიც თავზე აზის მართლმადიდებლობასაც და დღეს ის სლოგანი რაც გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა - არა რუსულ კანონს, ეს დაახლოებით ის სლოგანია რასაც რუსეთის პატრიარქი კირილე ამბობს, რომ ჩვენ ვიცავთ მართლმადიდებლობას. სად კირილე, სად რუსეთი და სად მართლმადიდებლობა, ან სად „ქართული ოცნების“ - არა რუსულ კანონს, რომელიც თავიდან ბოლომდე რუსული პროპაგანდაა",- განაცხადა პეტრე კოლხმა.