მთელი მსოფლიოს დახმარებით, სააკაშვილს მაინც გავიყვანთ აქედან , თუმცა კარგი იქნება, ეს ქართველის ხელით თუ მოხდება - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
„მთავარი აქ არის ის, რომ პროცესს წაგებული არ უნდა ჰყავდეს. პროცესი უნდა მოიგოს ორივე მხარემ - უნდა მოიგოს საქართველომ! აქ წყდება ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის ბედი. პენიტენციურიც, ყველა იქნება დამარცხებული, თუ სააკაშვილი ამ ქვეყანაში მოკვდება"- განაცხადა ხაჭაპურიძემ.