მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის შეფასებით, კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ, საამარლოზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ არც ერთ შეკითხვას არ უპასუხა.
„ნინო ნადირაძის რაღაც „ბჟუტური“, რომელიც მე მოვისმინე, არაკომპეტენტური ექიმის ლაპარაკია. მალაბსორბციასთან, კახექსიასთან, დემენციასთან, ავადმყოფობის ისტორიებთან, გარდაცვლილ პატიმრებთან დაკავშირებით უამრავი კითხვა დაისვა და არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გასცა. თქვა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედის. მაშინ, მე ვერ გავიგე, პენიტენციურ სამსახურს მოწმედ რატომ ჰყავდა გამოძახებული?!“ - განაცხადა ხაჭაპურიძემ.