ადიდებულმა მდინარე ჭერმისხევმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ე.წ. ,,ჟორსის,, ხიდი დაანგრია. 

ხიდი დაახლოებით 30 წლის წინ აშენდა და ველისციხის საკვირაო ბაზარსა და სოფელ ახაშენის მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ცენტრალურ გზასთან აკავშირებდა. 

ადგილზე იმყოფებოდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული. პლატონ კალმახელიძე არსებულ ვითარებას გაეცნო და განაცხადა, რომ ხიდის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. 

„-რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა ხევმა სოფელ ველისციხის ერთ-ერთი ხიდი დააზიანა. შევისწავლით არსებულ ვითარებას და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით, უმოკლეს დროში დავგეგმავთ ხიდის აღდგენისთვის საჭირო ღონისძიებებს“, - განაცხადა კალმახელიძემ.