პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე,  ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი პირი ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდნენ, რაც ევროპის კავშირის, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას ან სხვა სახელმწიფოს დროშის, გერბის შებღალვას გულისხმობს და ფიზიკური პირის 1 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

უწყებაში აცხადებენ, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.