დღევანდელი აქცია და ევროკავშირის დროშის შეურაცხყოფა თანამედროვე (არც ისტორიული) საქართველოს სახე არ არის - ამის შესახებ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვის ფაქტს:
დღევანდელი აქცია და ევროკავშირის დროშის შეურაცხყოფა თანამედროვე (არც ისტორიული) საქართველოს სახე არ არის - ზღვარგადასული ემოციით მოქმედება, სიმბოლოებზე ძალადობა და უკულტურობა, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის, მიუღებელია.
პროტესტი ყველას შეუძლია გამოთქვას, მაგრამ ასეთი "განხორციელება" ძალიან პრობლემური და სახიფათოა.
ის რაც ჩვენი ისტორიული არჩევანია და კონსტიტუციაშიც გვიწერია, მეტ პატივისცემასა თუ პასუხისმგებლობას გულისხმობს და მოითხოვს.
ამ არჩევანს სახელმწიფოც აქცენტირებული პრინციპულობით უნდა გამოხატავდეს დ იცავდეს.