პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს სამი წევრი - გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი აირჩია.

გიზო უბილავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, ბადრი შონიას და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურას კი  78-78-მა დეპუტატმა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთი წევრის თანამდებობა დღეის მდგომარეობით ვაკანტურია, ხოლო ორ თანამდებობაზე ვაკანსია წარმოიშობა 2024 წლის 18 ოქტომბრიდან, ანბანური წესით, პირველად არჩეული კანდიდატი გიზო უბილავა, უფლებამოსილებას დღეიდან შეუდგება, ხოლო დანარჩენი ორი წევრი უფლებამოსილებას 18 ოქტომბრიდან განახორციელებს.