პარლამენტმა გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის უფროსად დაამტკიცა

1571304564
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა. (85 მომხრე, 8-წინააღმდეგი)
შეგახსენებთ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ვახტანგ გომელაური, რომელიც ამ თანამდებობაზე 2015 წლის აგვისტოდან მუშაობდა, შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.
რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, 2019 წლის იანვრიდან ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იყო. მანამდე, 2017 წლის დეკემბრიდან, ვახტანგ გომელაურის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.