თბილისში ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" შსს-ში დაუდასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზვიადაური სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვა - ტარებას გულისხმობს.