"ახალის" ლიდერი ნიკა გვარამია თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებისთვის ნაწილისთვის სტატუსი შეჩერებას სოციალურ ქსელში ეხმიანება დ წერს.  

ადამიანის შევიწროება პოლიტიკური ან რაიმე სხვა მსოფლმხედველობრივი ნიშნით არა მხოლოდ კონსტიტუციის რამდენიმე მუხლის დარღვევაა, არამედ დანაშაულიცაა. მაგალითად, სწორედ ამგვარია სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერება პოლიტიკური პროტესტის გამო.- წერს ნიკა გვარამია "ფეისბუკში".

ცნობისთვის, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს, სტატუსი შეუწყვიტეს. სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან შესაბამისი ცნობა მეილზე მიიღეს.