სამხედრო დამკვირვებლის თქმით, 1000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 745 მშვიდობიანი მოქალაქე, დაიღუპა სირიის უსაფრთხოების ძალებსა და ასადის ყოფილი რეჟიმის ლოიალურ მებრძოლებს შორის ორდღიანი შეტაკების შედეგად. ამის შესახებ Guardian წერს.
ეს სირიაში 2011 წლის შემდეგ დაღუპულთა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სირიაში ადამიანის უფლებათა ბრიტანული ობსერვატორიამ განაცხადა, რომ დაიღუპა 745 მშვიდობიანი მოქალაქე, ძირითადად სიკვდილით დასჯის შედეგად, 125 სირიის უსაფრთხოების ძალებს, 148 კი ასადის რეჟიმის ლოიალურ ძალებს შორის.
ზოგიერთი შეფასებით, დაღუპულთა საბოლოო რაოდენობა კიდევ უფრო მეტია.
სირიაში სისხლისმღვრელი შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 და 7 მარტს ახალი მთავრობის მხარდამჭერი ძალები რამდენიმე ზღვისპირა სოფელს დაესხნენ თავს და 69 კაცი მოკლეს.