იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, კენჭისყრით, 14 მოსამართლე სხვადასხვა პალატასა და კოლეგიაში აირჩია

1574447233
დღეს, იუსტციის უმაღლესმა საბჭომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის წევრად აირჩია.
"იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებული კენჭისყრა ჩატარდა.
კენჭისყრის შედეგები ასეთია:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა - ინგა კვაჭანტირაძე, გია ბერაია
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა - სიმონ ჩხაიძე, ეკა ყანჩელი, შორენა წიქარიძე
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია - ვასილ მშვენიერაძე
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა - თეიმურაზ სიხარულიძე
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია - ლელა მილდენბერგერი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია - მანანა მესხიშვილი, მაია კუთხაშვილი, ხათუნა ნადიბაიძე
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია - ზვიად შარაძე
ფოთის საქალაქო სასამართლო - დავით კეკენაძე, დავით გელაშვილი" - ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გავრცელებულ ინფორმაციაში.