შეიარაღებული მამაკაცი ვანის მუნიციპალიტეტში შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით ის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მაღაზიის თანამშრომლებს ცივი იარაღით ემუქრებოდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსი ,,აიპრესს" განუცხადეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.