სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „ქრონიკას“ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა განუცხადა.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით. სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, - განაცხადა ანი წიკლაურმა "იმედთან".
ცნობისთვის, დღეს ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა განცხადება - აქციაზე ტელეკომპანიის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას - ძალადობას აქციის ორგანიზატორებიდან არავინ ემიჯნება, დუმს მესამე სექტორი
ასევე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურს მიმართა სახალხო დამცველმა - აქციაზე "იმედის", "პუბლიკას", "ტაბულას", "აპრილი მედიის" ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადეს - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მოახდინოს დროული და მკაცრი რეაგირება ყველა ამ ფაქტზე