იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა კოლეგიაში უვადოდ გაამწესა.
მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსზე, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებმა,  ვასილ მშვენიერაძემ, რეზო ნადარაიმ და ირაკლი ბონდარენკომ  საკუთარი კანდიდატურები კენჭისყრიდან მოხსნეს. შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს ორ ვაკანტურ ადგილზე ჰქონდა განაცხადი შეტანილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში და თბილისი  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. თუმცა, კენჭისყრამდე მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ იგი საკუთარი კანდიდატურას ხსნიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გასამწესებლად. “მე უარს ვამბობ სააპელაციო სასამართლოში შეტანილ განაცხადზე და ამ კუთხით დაწინაურებაზე და საბჭოს ვთხოვ განიხილოს ჩემი კანდიდატურა იქ, სადაც ამჟამად ვარ გამწესებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. ჩემი ვადა ბევრი არ არის დარჩენილი, დაახლოებით ორი წელი. მე მაქვს ამის სურვილი და უფლებაც, უვადოდ გადანიშვნაზე მქონდეს პრეტენზია და სწორედ ამიტომ ვტოვებ ჩემს კანდიდატურას პირველ ინსტანციაში. უზენაესში კანდიდატურის დაყენებას არ გამოვრიხხავ, თუმცა ამ ეტაპზე განაცხადი შეტანილი არ მაქვს". - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.