განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რომან ქარცივაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე ზვიად ხარაზიშვილი შეცვალა.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ უწყებამ ოფიციალური ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.