,,ევროპული საქართველოს" ვანის საკრებულოს დეპუტატი კობა ძაგნიძე არასრულწლოვანის იძულების ფაქტზე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა
15 წლის გოგო ავტომობილში ჩაისვა, შემდეგ ტელეფონის ნომერი მოსთხოვა და მიმოწერას აიძულებდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „ევროპულმა საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ კობა ძაგნიძეს არასრულწლოვანის მიმართ იძულებას ედავებიან.
„რამდენიმე საათის წინ შევიტყვეთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ვანის ორგანიზაციის წევრი კობა ძაგნიძე არასრულწლოვანის მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს.
ბრალდება მძიმეა, ევროპული საქართველო ერკვევა საქმის დეტალებში და ინფორმაციის შესაბამისად იმოქმედებს“,- წერია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ,,აიპრესს" განუცხადეს ძაგნიძე დაკავებულია. საქმე სსსკ-ის 150-ე მუხლით აღიძრა რაც იძულებას გულისხმობს.