ევროპული საქართველო განცხადებას ავრცელებს.
"რამდენიმე საათის წინ შევიტყვეთ, რომ ევროპული საქართველოს ვანის ორგანიზაციის წევრი კობა ძაგნიძე არასრულწლოვნის მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს. ბრალდება მძიმეა, ევროპული საქართველო ერკვევა საქმის დეტალებში და ინფორმაციის შესაბამისად იმოქმედებს." - ნათქვამია პარტიის განცხადებაში, რომელიც "ფეისბუკზე" გავრცელდა.