თბილისის საქალაქო სასამართლოში, საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.
მოსამართლემ პროკურატურისა და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო. საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა და მომდევნო პროცესი 23 თებერვალს დაინიშნა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.









