პარტია “დროას” ინფორმაციით, პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც დღეს თელავში დააკავეს, ავჭალაში, დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

პარტია დღეს სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დაკავებულთა ნაწილის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციასაც ავრცელებს: 

„პარტია “დროასთვის” ცნობილი გახდა, თუ სად არიან გადაყვანილი დაკავებულები:

თელავი: ძმები მირაქოვები, დიღმელაშვილი, გეწაძე. საგარეჯო: ქერაჭაშვილი, გედენიძე, ხასაია, პაპაშვილი. გურჯაანი: ნარსია, ღონიშვილი, ხუსკივაძე. სიღნაღი: ჩიქოვანი, მაცაბერიძე, ჩხობაძე.

ელენე ხოშტარია გადაყვანილია ავჭალაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.