გავრცელებული ინფორმაციით "დროას" ლიდერი თელავის პოლიციის შენობასთან დააკავეს.
ხოშტარია ყვარელში დაკავებული აქტივისტებისთვის ადვოკატის უფლებას ითხოვდა.
ცნობისთვი, დღეს დილიდან სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.
ადგილზე რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სასტუმროს ტერიტორია ერთმა ავტომობილმა დატოვა, რომელსაც აქციის მონაწილეები შეძახილებით: „რუსები“ დახვდნენ.
ტერიტორიაზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა, მათ შორის ადგილზე იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
ცნობისათვის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.