"საქართველოში არ არსებობს სამართლიანობა. ესენი არიან არაკაცები. ბუგუაშიშვილი არის ქართული ოცნების მონა", -ასე შეაფასა "ციანიდის საქმეში" ბრალდებული დეკანო გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ, თბილისის საქალაქო სასამართლო მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე, ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდების ნაწილში მუხლი გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო 9 წლით თავისუფლების აღკეთა მიუსაჯა.
მოსამართლემ ბესიკ ბუგიანიშვილმა "ციანიდის საქმის" გადაწყვეტილების გამოცხადების დროს განაცხადა, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით, სასამართლომ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 18-109 მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 18,108-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადება და მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.