სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ: ზურაბ თურმანიძე - ექიმი; თინათინ მღვდლიაშვილი - პოეტი, მხატვარი; ჯენარო ქრისტესაშვილი - ექიმი-რეპროდუქტოლოგი; ნოდარ ჩხარტიშვილი - ბიოლოგი; ბაკურ კიღურაძე - არქიტექტორი; ოთარ გაბელაშვილი - ინჟინერი; გივი ჭიჭინაძე - ინჟინერი, მომღერალი, პოლიტიკოსი; თენგიზ გუგეშაშვილი - ქირურგი; გოგა პიპინაშვილი - თეატრისა და კინოს მსახიობი; თომზირ ცომაია - სპორტსმენი; თინა მგალობლიშვილი - დიქტორი, მსახიობი; დავით ევგენიძე - კომპოზიტორი, პიანისტი; ზურაბ აბაშიძე - დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი; არჩილ გოგელია - მოფარიკავე, ჟურნალისტი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი; თეიმურაზ ჩიგოგიძე - ექიმი-უროლოგი; ვლადიმერ (ვახტანგ) ვეფხვაძე - გამომცემელი, მეცენატი; გიორგი ბურჯანაძე - ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი; ლაუზ (რეზო) ჭანიშვილი - ქორეოგრაფი-ქორეოლოგი, მოცეკვავე; ნუგზარ კვაშალი - მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; რომან (რომა) რცხილაძე - მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი; თინათინ ბუკია - ექიმი, პედაგოგი; ნოდარ მითაგვარია - ბიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; ნანული აბესაძე - მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; მანანა თოდაძე - მომღერალი, მსახიობი; ნანული სარაჯიშვილი - კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; ლეილა მუმლაძე - მუსიკოსი, პედაგოგი; თამაზ მოლაშვილი - მუსიკოსი; ნიკოლოზ შენგელაია - მხატვარი; მალხაზ დოლიძე - პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; ჯიმი ყიფიანი - იურისტი.
დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის ლიდერები.
კახა კალაძემ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა.