მსოფლიოში ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, რომელიც საქართველოში იმყოფება, მედიის წარმომადგენლებთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
მისი თქმით, კვარაცხელია განსაკუთრებული ფეხბურთელია და მისით უნდა იამაყონ.
"გამოჩნდა უცნობი ბიჭი და გახდა გმირი ევროპულ ქალაქში, რომელსაც აღარც კი ახსოვდა როგორია მოგება, მოიგო სკუდეტო - ეს ისაა, რაც სამუდამოდ დარჩება" - განაცხადა რომანომ.
მისივე თქმით, მსოფლიოში სულ 5-6 ფეხბურთელია, რომელთა თამაშიც აიძულებს ფეხზე წამოდგეს, კვარა კი ამას წელიწადში რამდენჯერმე ახერხებს.