უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის ღია წერილს უპასუხა.

პლატფორმა X-ზე შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის ღია წერილის საპასუხოდ გამოქვეყნებულ ტვიტში უნგრეთის პრემიერ მინისტრი წერს: 

შვედეთი ჩვენი მეგობარია. შვედეთი ხალხი ჩვენი მეგობარია. მაგრამ თქვენი მთავრობა უნგრეთის მეგობარი არ არის.

მოკლე შეხსენება:

1. თქვენ ჩაერიეთ უნგრეთის წინააღმდეგ ბავშვთა დაცვის კანონის დარღვევის საქმეში;

2. თქვენ გაილაშქრეთ უნგრეთის წინააღმდეგ სუვერენიტეტის დაცვაზე კანონის დარღვევის საქმეში;

3. თქვენ ხმა მიეცით უნგრეთის უნივერსიტეტების უმეტესობის ამორიცხვას Erasmus და Horizon-იდან და ევროკავშირში ჩვენი სახსრების ნახევარზე მეტის გაყინვას;

4. თქვენ წახვედით უნგრეთის წინააღმდეგ სასამართლოში, როდესაც ჩვენ გავასაჩივრეთ კომისიის დისკრიმინაციული გადაწყვეტილება Erasmus/Horizon-ის შესახებ;

5. თქვენ განუწყვეტლივ წამოჭრით მე-7 მუხლის შემდეგ ფაზას, ხოლო თქვენი მინისტრი ისეთ შენიშვნებსაც კი აკეთებდა, როგორიცაა: „ჩვენ ხმა უნდა ავიმაღლოთ ბავშვთა დასაცავად“;

6. თქვენმა ევროკავშირის მინისტრმა პირობა დადო, რომ „დამატებით ზეწოლას მოახდენდა უნგრეთზე“, უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას;

7. თქვენ იმ მთავრობებს შორის იყავით, რომლებმაც მიგრაციის პაქტი დაამტკიცეს მიუხედავად საბჭოს წინა გადაწყვეტილებისა, რომელიც ამ ძალიან მგრძნობიარე საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნებას მოითხოვდა. ეს უნგრეთის უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეში უქმნის.

უნგრეთში ამ საქციელს ბევრ რამეს ვუწოდებდით, მაგრამ მეგობრული - ნამდვილად არ არის არცერთი მათგანი.

ყველა ქვეყანას თავისი პრობლემები აქვს. შვედეთში მიგრაცია ერთ-ერთია. თუმცა, თქვენგან განსხვავებით, ჩვენ არ ვერევით სხვების სუვერენიტეტსა და საშინაო საქმეებში და არ ვუკითხავთ სხვა ქვეყნებს ნოტაციებს - თუმცკი, ჩვენ კვლავაც ვწუხვართ თქვენთვის და შვედი ხალხისთვის.

პატივისცემით,

ვიქტორი“.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ორბანმა 15 სექტემბერს სოციალურ ქსელში დაწერა: „შვედეთის მთავრობა კანონის უზენაესობაზე გვიკითხავს ლექციებს, ამასობაში, კრიმინალური ქსელები შვედ ბავშვებს მკვლელებად იყენებენ და ოდესღაც წესრიგით და უსაფრთხოებით ცნობილი ქვეყანა ინგრევა“,  რის პასუხადაც შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „ეს ისეთი ტყუილია, თმები ყალყზე რომ დაგიდგება“.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ისევ გამოაქვეყნა კრიტიკული წერილი,  შვედეთის პრემიერ-მინისტრმა კი არც ამჯერად დატოვა იგი პასუხის გარეშე.

ვიქტორ ორბანის მიერ დაახლოებით 5 საათის წინ გამოქვეყნებულ ახალი კრიტიკულ წერილზე ულფ კრისტერსონს ჯერჯერობით არ უპასუხებია.