"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ 26 მაისის დარბევასთან დაკავშირებით გამოძიება ხელისუფლებამ ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე დაიწყო და მტკიცებულებების მოპოვებას გარკვეული დროს დასჭირდა. როგორც მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებასა და ცემა-დასახიჩრებასთან დაკავშირებით დამნაშავე პირთა იდენტიფიცირების პროცესი დიდი ხანს გაგრძელდა, რადგან მტკიცებულებების მოპოვება არ არის მარტივი.

"26 მაისს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ანგარიშსწორების საქმის გამოძიება ახლა არ დაწყებულა. ამ საქმის გამოძიება მაშინვე დაიწყო როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა და საქმე სასამართლოში წარიმართა. იცით, რომ შს ყოფილი მინისტრი დამნაშავედ სასამართლომ სწორედ 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით სცნო. ამავე დროს ჩვენ, პარლამენტის სახელით რამდენეიმე რეკომენდაცია მივეცით სამართალდამცველებს, რომ ადამიანის უფლებების მასობრივი ხელყოფისა და უდანაშაულო ადამიანების დასახიჩრების დაპატიმრების ფაქტებზე გამოძიება გაგრძელებულიყო სხვა პირთა იდენტიფიცირებისა და დასჯის მოთხოვნით და გამოძიება გრძელდებოდა სხვა პირების მიმართ. ახალი სამხილები მოპოვებული იქნა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რამაც გამოძიებას სხვა პირების იდენტიფიცირების საფუძველი მისცა. სისხლის სამართლის კანონმდებლობას მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებით მკაცრად გაწერილი სტანდარტი აქვს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მაისის დარბევაზე კადრების მოძიება და ახალი მტკიცებულების აღმოჩენა წინასაარჩევნოდ გარკვეულ კითხვებს ბადებს, ეკა ბესელია პასუხობს:

"26 მაისის დარბევის კადრები ნაწილობირვ პირდაპირ ეთერში გადიოდა და ის ნაწილი, რომელსაც მაშინ მხოლოდ 2 ტელეკომპანია აჩვენებდა... ეს დარბევა რომ დაიწყო დარბევისთანავე ყველა გასასვლელი ჩაიკეტა... მახსოვს, დილამდე გადაგვყავდა დასახიჩრებული ადამიანები და დანარჩენი იყო დაკავებული... გადაკეტილი გასასვლელის გამო, გამორიცხული იყო ვინმე ჯგუფურად გამოსულიყო და თავის დაღწევა ერთეულებმა თუ მოახერხეს. 

რაც შეეხება პასუხისმგებელი პირების გამოკვეთას და იდენტიფიცირებას, ბევრი ადამიანი დაიკითხა, მათ ჩვენებები მისცეს, მაგრამ სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს სტანდარტი, რომ პირს რომ ბრალდება წაუყენო არა ვარაუდით, არამედ მაღალი სტანდარტით... სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სჭირდება მაღალი სტანდარტის მტკიცებულება.

ამკადრებმა აჩვენა, რომ სხვა პირები იძლეოდნენ დავალებას, შემსრულებელი ვინც იყო ისედაც ჩანდა კადრებში, იქ იყო სპეცდანიშნულების რაზმი, სპეციალური შენაერთები, მინისტრი, რომელიც პირდაპირ იყო პასუხისმგებელი ოპერაციის ჩატარებაზე, მაგრამ სხვა პირები ვინ იძლეოდა დავალებას, თუ არა კონკრეტული სამხილი ვარაუდით ასეთი ბრალდების წარდგენა იქნებოდა საჭოჭმანო.

ეს არ არის იმ დონის სასამართლო, როდესაც ადეიშვილის დროს ცარიელი ყდები მიჰქონდათ და ცარიელ ფურცლებზე განაჩენები გამოდიოდა, სასამართლოში გადაწყვეტილებები კოპი პეისტით იწერებოდა, ამიტომ სხვა სტანდარტია, კანონით დადგენილი წესით უნდა მოხდეს ბრალის წარდგენა, ეს არის ის რითაც როგორც მე როგორც იურისტი რომელიც ვიცნობ სისხლის სამართლის პროცესს ავხსნა რატომ ახლა შეიძება