ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლუკა კურტანიძეს 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიამ გამოაცხადა.
კურტანიძე უდანაშაულოდ ცნეს 3 ეპიზოდში, ხოლო დამნაშავედ - 126-ე მუხლის შესაბამისად, რაც ძალადობას გულისხმობს. სწორედ ამ ეპიზოდში აღიარებდა კურტანიძე დანაშაულს.
ვეტერანი მოჭიდავე მიმდინარე წლის ზაფხულში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით ჰქონდა წარდგენილი.
პატიმრობის ვადის ათვლა 27 ივლისიდან დაიწყება. კურტანიძე საპატიმროს თებერვალში დატოვებს






