ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"ეს იყო იმ უგუნური პოლიტიკის შედეგი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი აწარმოებდა. მინდა, რომ სოფო კილაძემ, ეკა ბესელიამ, ვანო ზარდიაშვილმა აიღო პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ლევან მურუსიძე ჩვენს სასამართლო სისტემაში უვადოდ არიან დანიშნულები. ეს არის უგუნური პოლიტიკის შედეგი. მოვისმინე კილაძის განმარტება, პატარა ვიყავი და უცხოეთში ვიყავი განათლებას ამ მოსამართლეების პერიოდშიო. ქალბატონი სოფო 1984 წელს არის დაბადებული. მას უნდა სცოდნოდა მურუსიძის "ღვაწლის" შესახებ. ჰკითხეთ, კმაყოფილია ამ შედეგით? მათი კანონების საფუძველზე მოიტანა ეს შედეგი. სოფო კილაძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა. ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების დარღვევაზე იყო სანდრო გირგვლიანის საქმე, რომელზეც უხეში დარღვევებით გამოიტანეს განაჩენი. სულხან მოლაშვილის საქმე, რომლის მოსამართლეც საბჭომ იმ კანონების მეშვეობით გაამწესა საბჭომ, რომელიც 2016 წლის პარლამენტმა მიიღო. მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა", - განაცხადა ანა დოლიძემ.