ინფორმაციისთვის:
რამდენიმე წუთის წინ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის სააპელაციო საჩივარი; - - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე Facebook-ზე წერს.
"უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ." - წერს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი.