თელავის რაიონულმა სასამართლომ,  27 წლის ალიმ ასლანოვს, რომელიც არასრულწლოვანის, 14 წლის ცოლის განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა

ამ დრომდე იმალება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამაბლოში მცხოვრები, 27 წლის ალიმ ასლანოვი ,

მკვლელობა 2023 წლის 6 ოქტომბერს მოხდა. 

პროკურატურამ საქმეზე შეგროვილი მტკიცებულებები ბრალის წარსადგენად საკმარისად მიიჩნია და მამაკაცისათვის დაუსწრებლად ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისათვის, ასლან სადიგოვმა, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი, 14 წლის მეუღლე, ორი თვის წინ მოიტაცა.

პირველადი ინფორმაციით, გოგონამ ქმრის ნათესავის ქორწილის სამზადისის დროს გაქცევა სცადა. ალიმ ასლანოვმა მეუღლე ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი გასროლით მოკლა.

გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11'109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მკვლელობას გულისხმობს.