მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის ინფრასტრუქტურის განახლებას და საგზაო ქსელის მოწესრიგებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.
ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ბიბილაშვილის ქუჩაზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე,საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილი, მოადგილეები: გიორგი კაკოიშვილი და ირმა გიორგაძე ადგილზე გაეცნენ.
"განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ისე ტრანსპორტისთვის გადაადგილების უსაფრთხოებასა და კომფორტს" , აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 462 721 ლარს შეადგენს










